გიენი
იერსახე
გიენი, გიუიენი (ფრანგ. Guyenne [gɥiˈjɛn], ოქსიტ. Guiana [giˈanɔ], [ˈgjanɔ]) — ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ძვ. აკვიტანიის სახელწოდება XIII საუკუნიდან. XII–XV საუკუნეებში დროდადრო ინგლისს ეკუთვნოდა. 1453 წელს საფრანგეთს დაუბრუნდა. 1469–1472 წლებში ლუი XI-ის ძმის, შარლის აპანაჟი იყო, შემდგომ სამეფო დომენს შეუერთდა. XVI–XVIII საუკუნეებში გუიუიენისა და გასკონის (ცენტრი — ბორდო) საგუბერნატოროში შედიოდა. ამჟამად გიენის ტერიტორია რამდენიმე დეპარტამენტს უკავია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 153.