შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი აზროვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაჟუჟუნა, თავისუფალი აზროვნების სიმბოლო

თავისუფალი აზროვნებაფილოსოფიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული პოზიციები უნდა ყალიბდებოდეს ლოგიკის, მსჯელობისა და ემპირიზმის საფუძველზე, ნაცვლად ავტორიტეტების, ტრადიციების ან სხვა დოგმებისა. თავისუფალი აზროვნების მიმდევრები მოიხსენიებიან, როგორც თავისუფლად მოაზროვნეები.[1][2]

თავისუფალი აზროვნების მიხედვით, ინდივიდებმა სიმართლედ შემოთავაზებული იდეები არ უნდა მიიღონ ბრმად, ცოდნისა და მსჯელობის გამოყენების გარეშე. აქედან გამომდინარე, თავისუფლად მოაზროვნეები ცდილობენ, თავიანთი შეხედულებები ააგონ ფაქტებზე, მეცნიერულ კვლევებსა და ლოგიკურ პრინციპებზე, გამორიცხონ ნებისმიერი ლოგიკური ხარვეზი მსჯელობაში, ტენდენციურობა, საყოველთაოდ მიღებული იდეების უპირობო ჭეშმარიტებად ჩათვლა, ცრურწმენები, ტრადიციები, ლეგენდები და ნებისმიერი სხვა დოგმა. რაც შეეხება რელიგიებს, ისინი თვლიან, რომ ზებუნებრივი მოვლენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია.[3][4]

  1. Merriam-Webster Dictionary
  2. Dictionary.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22. ციტირების თარიღი: 2014-08-19.
  3. ჰასტინგსი, ჯეიმზ. რელიგიის ენციკლოპედია. 
  4. What is a Freethinker?