შინაარსზე გადასვლა

იონიური ორდერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იონიური ორდერი: 1 - ენტაბლატურა, 2 - სვეტი, 3 - კარნიზი, 4 - ფრიზი, 5 - არქიტრავი, 6 - კაპიტელი, 7 - shaft, 8 - base, 9 - სტილობატი, 10 - სტერეობატი.

იონიური ორდერი, სამი მთავარი ბერძნული არქიტექტურული ორდერიდან ერთ-ერთი. იონიური ორდერის ძირითადი, მცირეაზიური, ვარიანტი ჩამოყალიბდა ძვ. საბერძნეთის იონიური პროვინციების ქვის ხუროთმოძღვრებაში ძვ. წ. 560-500 (არტემიდას ტაძარი ეფესოში, დაიწყო ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში, არქიტექტორი ქერსიფრონე და მეტაგენე). დორიული ორდერისაგან განსხვავებით, იონიური ორდერის პროპორციები უფრო მსუბუქია და მისი ყველა ნაწილის დეკორიც უფრო მდიდრული. სხვა არქიტექტურულ ორდერთაგან განსხვავებით, მისი სვეტისთავი შემკულია ვოლუტებით. იონიური ორდერის რამდენიმე ვარიანტი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ელინიზმის ეპოქაში.