კარავაჯისტები
კარავაჯისტები — მე-16 საუკუნის იტალიელი ბაროკოს მხატვრის კარავაჯოს სტილისტური მიმდევრები. მისი ზეგავლენა ახალ ბაროკოს სტილზე, რომელიც მანერიზმიდან მომდინარეობდა, შორსმჭვრეტელი იყო. კარავაჯოს არასოდეს დაუარსებია სახელოსნო, როგორც სხვა მხატვრების უმეტესობას გაუკეთებია, აქედან გამომდინარე არ ჰქონია სკოლა რომ მისი ხატვის ტექნიკა გაევრცელებინა. არც ოდესმე გადმოუცემია ფილოსოფიური მიდგომა მისი ხელოვნების, ფსიქოლოგიური რეალიზმის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს მხოლოდ მისი გადარჩენილი ნამუშევრებიდან. მაგრამ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩანს რუბენსის, უუზეპე დე რიბერას, ბერნინისა და რემბრანდტის ნამუშევრებში. სიცოცხლისას ცნობილი კარავაჯო მისივე გარდაცვალების შემდეგ თითქმის სრულიად დაივიწყეს. მის მიმდევრებს მიაკუთვნეს მრავალი მისი ნამუშევარი, როგორიცაა „ქრისტეს აღება“, რომელიც დანიელ მხატვარს გერიტ ვან ჰონთორსთს ეკუთვნოდა 1990 წლამდე.[1] მხოლოდ მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს მისი მნიშვნელობა დასავლური ხელოვნების განვითარებაში. 1920-იანებში რობერტო ლონგიმ კიდევ ერთხელ განათავსა ის ევროპულ ტრადიციაში: „რიბერას, ვერმეერს, ლა ტურსა და რემბრანდტს შეიძლება არასოდეს არ ეარსებათ მის გარეშე. დელაკრუა, კურბე და მანეც სრულიად განსხვავებულნი იქნებოდნენ".[2] გავლენიანმა ბერნარ ბერენსონმა განაცხადა: „მიქელანჯელოს გარდა, სხვა არცერთ იტალიელ მხატვარს არ განუხორციელებია ამდენად დიდი გავლენა“.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჰარი, ჯონათან (2005). The Lost Painting: The Quest for a Caravaggio Masterpiece. Random House. ISBN 0-375-50801-5.
- ↑ რობერტო ლონგი, ნახსენებია ლამბერტში, გვ.15
- ↑ ბერნანად ბერენსონი, ლამბერტში, გვ.8