შინაარსზე გადასვლა

მაგნიტური ამთვისებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერომაგნეტიკების მაგნიტური ამთვისებლობის მრუდი

მაგნიტური ამთვისებლობა (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს კავშირს ნივთიერების მაგნიტურ მომენტსა (დამაგნიტებულობასა) და დამამაგნიტებელ მაგნიტურ ველს შორის.

მოცულობითი მაგნიტური ამთვისებლობა უდრის ნივთიერების დამაგნიტებულობის ფარდობას დამამაგნიტებელი მაგნიტური ველის დაძაბულობასთან: . მაგნიტური ამთვისებლობა უგანზომილებო სიდიდეა. ნივთიერების 1 კგ-ზე (ან 1 გ-ზე) გაანგარიშებულ მაგნიტურ ამთვისებლობას უწოდებენ კუთრს (, სადაც ნივთიერების სიმკვრივეა), ხოლო 1 მოლის მაგნიტურ ამთვისებლობას — მოლურს: , სადაც ნივთიერების მოლური მასაა.

მაგნიტური ამთვისებლობა შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც. დიამაგნიტური ნივთიერებისათვის დამახასიათებელია უარყოფითი მაგნიტური ამთვისებლობა, ხოლო პარამაგნეტიკური და ფერომაგნეტიკური ნივთიერებებისათვის — დადებითი. დიამაგნეტიკური და პარამაგნეტიკური ნივთიერებების მაგნიტური ამთვისებლობა მცირეა (~10–4—10–6). იგი სუსტად არის დამოკიდებული -ზე, ისიც ძალიან ძლიერი ველისა და დაბალი ტემპერატურის არეში. ფერომაგნიტური ნივთიერების მაგნიტური ამთვისებლობა ძალიან დიდია. ამასთან, ამჟღავნებს ძლიერსა და რთულ დამოკიდებულებას მაგნიტურ ველზე. ამიტომ ფერომაგნეტიკებისათვის იყენებენ დიფერენციალურ მაგნიტურ ამთვისებლობას . ფერომაგნეტიკების მაგნიტური ამთვისებლობა, როცა , ნულს კი არ უდრის, არამედ აქვს მნიშვნელობა , რომელსაც საწყის მაგნიტურ ამთვისებლობას უწოდებენ. -ის გაზრდით მაგნიტური ამთვისებლობა იზრდება, აღწევს მაქსიმუმს () და შემდეგ ისევ მცირდება.