შინაარსზე გადასვლა

მოჰამედ სალაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჰამედ სალაჰი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მოჰამედ სალაჰი
დაბადების
თარიღი
15 ივნისი, 1992 (1992-06-15) (32 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
ნაგრიგი, ეგვიპტე
სიმაღლე 175 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
2006–2010 ალ-მოკავლუნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2012 ალ-მოკავლუნი 38 (11)
2012–2014 ბაზელი 47 (9)
2014–2016 ჩელსი 13 (2)
2015   ფიორენტინა 16 (6)
2015–2016   რომა 34 (14)
2016–2017 რომა 31 (15)
2017– ლივერპული 273 (176)
ეროვნული ნაკრები
2010–2011 ეგვიპტე 20 11 (3)
2011–2012 ეგვიპტე 23 11 (4)
2011– ეგვიპტე 103 (59)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 თებერვალი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ოქტომბერი, 2024

მოჰამედ სალაჰი (არაბ. محمد صلاح غالى; დ. 15 ივნისი, 1992) —— ეგვიპტელი ფეხბურთელი. „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

საფეხბურთო კარიერა სალაჰმა დაიწყო მშობლიურ ქვეყანაში. 2010 წელს იგი შეუერთდა „ბაზელს“, სადაც სადეიუტო სეზონში შვეიცარიის სუპერლიგა და საზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიგო. სალაჰის წარმატებულმა ასპარეზობამ უცხოური გრანდების ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის იანვარში იგი ლონდონის „ჩელსში“ გადავიდა 11 მილიონ ფუნტად, თუმცა პირველ სეზონში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ორჯერ იჯარით გაუშვეს იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინის“ და „რომას“ შემადგენლობაში. 2016 წლიდან „რომამ“ გამოისყიდა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი. 2017 წელს სალაჰი „ლივერპულს“ შეუერთდა 42 მილიონ ევროდ, რის შედეგადაც გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ისტორიაში. პირველი გოლი გაიტანა 12 აგვისტოს „უოტფორდის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის გახსნით ტურში. სალაჰი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობდა. თამაშის სტილის გამო მას ლიონელ მესის ადარებდნენ. ეგვიპტელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „ფარაონი“ შეარქვეს. 2018 წლის 22 აპრილს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 13 მაისს მოჰამედ სალაჰმა თავისი 32-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში და გახდა პრემიერლიგის ოქროს ბუტსის მფლობელი. 2018 წლის ივნისში სალაჰს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

შვეიცარიის დროშა ბაზელი
ინგლისის დროშა ლივერპული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: