შინაარსზე გადასვლა

ნაკიანი წელიწადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაკიანი წელიწადი — კალენდარული წელიწადი, რომელიც 366 დღე-ღამეს შეიცავს; 1 დღე-ღამით მეტია მარტივ წელიწადზე. ნაკიან წელიწადში თებერვალი 29 დღე-ღამისგან შედგება. ახალი სტილით ნაკიანად ითვლება ყოველი წელიწადი, რომელიც იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომელთა ნომერი, თუმცა დაბოლოებულია 2 ნულით, უნაშთოდ არ იყოფა 400-ზე (მაგ., 1800, 1900, 2100). ნაკიანი წელიწადის არსებობა, ანუ ერთი დღის დამატება, საჭიროა იმიტომ, რომ მარტივი (365 დღიანი) წელიწადი არ შედგება ზუსტად 365 დღისგან, არამედ 365 და დაახლოებით ერთი მეოთხედი დღისგან, ამიტომაცაა ნაკიანი თითქმის ყოველი მეოთხე წელიწადი.