რუსეთის საფეხბურთო სუპერთასი (რუს.Суперкубок России по футболу) — საფეხბურთო გათამაშება რუსეთში, სადაც პრემიერლიგის და თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული გუნდი დაუპირისპირდება.
სუპერთასი თამაშდება 2003 წლიდან. გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია მოსკოვის „ცსკა“, რომელმაც 7-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია მოსკოვის „ცსკა“.