სელანგორი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
სელანგორი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | შაჰ-ალამი | ||||
კოორდინატები | 3°20′00″ ჩ. გ. 101°30′00″ ა. გ. / 3.33333° ჩ. გ. 101.50000° ა. გ. | ||||
მმართველი | Sharafuddin I of Selangor | ||||
დაარსდა | 1895 | ||||
ფართობი | 8104±1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5 411 324 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 03 | ||||
საფოსტო ინდექსი | 40000–48999 და 62000–64999 | ||||
საავტომობილო კოდი | B | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.selangor.gov.my | ||||
| |||||
სელანგორი (ასევე ცნობილია არაბული საპატიო წოდებით, დარულ-ეჰსანი) ― შტატი მალაიზიაში. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან პერაკი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― პაჰანგი, სამხრეთიდან ― ნეგერი-სემბილანი, დასავლეთიდან ― მალაკის სრუტე. სელანგორი გარს აკრავს მალაიზიის ფედერალურ ტერიტორიებს: კუალა-ლუმპურსა და პუტრაჯაიას, რომლებიც წარსულში შტატის შემადგენლობაში შედიოდნენ. სელანგორი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და ტროპიკული წვიმის ტყეებით გამოირჩევა. შტატის ქედები ტიტივანგსის მთებს მიეკუთვნება. ტიტივანგსა ტენასერიმის ქედის ნაწილია, რომელიც სამხრეთ მიანმარის, სამხრეთ ტაილანდისა და ნახევარკუნძულის მალაიზიის ტერიტორიაზეა გაშლილი. შტატის უმაღლესი მწვერვალია სემანგკოკი.
სელანგორის დედაქალაქი შაჰ-ალამია. შტატის უდიდესი ქალაქია კაჯანგი, ხოლო სამეფო დედაქალაქი ― კლანგი. 2006 წელს ქალაქის სტატუსი პეტალინგ-ჯაიას მიენიჭა, ხოლო 2019 წელს ― სუბანგ-ჯაიას.[1] სელანგორი ერთ-ერთია მალაიზიის ოთხ შტატს შორის, რომლებიც ოფიციალური ქალაქის სტატუსის მქონე ერთზე მეტ ქალაქს მოიცავენ (სხვა შტატებია სარავაკი, ჯოჰორი და პაჰანგი).[2][3]
მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, სელანგორს უდიდესი ეკონომიკა აქვს მალაიზიის შტატებს შორის. 2015 წელს შტატის მშპ 239.968 მილიარდ მალაიზიურ რინგიტს გაუტოლდა, რაც ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 22.6%-ს შეადგენს.[4] სელანგორის მალაიზიის ყველაზე განვითარებული შტატია, აქვს კარგი ინფრასტრუქტურა, მაგისტრალები და ტრანსპორტი. შტატი პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. სელანგორს ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.[5]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელანგორის სახელწოდების წარმოშობა გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიით, შტატის სახელწოდება მალაიური სიტყვიდან, ლანგაუ, მომდინარეობს, რაც დიდ ბუზს ნიშნავს. ამ სახეობის ბუზები შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე სელანგორის (სუნგაი სელანგორი) მარშებში ბინადრობენ. გადმოცემის თანახმად, პორტუგალიელების მიერ მალაკის აღების შემდეგ, მალაკიდან გაქცეულმა მეომარმა ამ ადგილებში ერთ-ერთი ხის ქვეშ შეისვენა. მეომარი ბუზებმა შეაწუხეს, რის შემდეგაცც მან ამ ტერიტორიის გამოკვლევა გადაწყვიტა. მეომარს ერთი ადგილი მოეწონა, დასასახლებლად შეარჩია და სატუ (სე) ლანგაუ უწოდა, რაც „დიდ ბუზს“ ნიშნავს.[6][7]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელანგორი ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე, მალაკის სრუტის გასწვრივ მდებარეობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კლანგის ხეობაშია კონცენტრირებული. სელანგორის ფართობი დაახლოებით 8 000 კმ²-ია, ნახევარკუნძულის მალაიზიის დასავლეთ სანაპიროზე, მალაკის ჩრდილოეთითაა გადაჭიმული. სელანგორი მალაიზის ორ ფედერალურ ტერიტორიას: კუალა-ლუმპურსა და პუტრაჯაიას აკრავს გარს. ჩრდილოეთიდან პერაკისგან მდინარე ბერნამი გამოყოფს, ხოლო სამხრეთით მდინარე სეპანგი ― ნეგერი-სემბილანისგან. აღმოსავლეთით ტიტივანგსის მთები მდებარეობს, ხოლო დასავლეთით ― მალაკის სრუტე. სელანგორის გულში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი კუალა-ლუმპური, რომელიც წარსულში სელანგორის ტერიტორია იყო, თუმცა მოგვიანებით ფედერალური ტერიტორიის სახით ჩამოყალიბდა.
სელანგორის შემადგენლობაში 9 რაიონი შედის, მათ შორის: საბაკ-ბერნამი, კუალა-სელანგორი, ჰულუ-სელანგორი, პეტალინგ-ჯაია, კლანგი, კუალა-ლანგატი, ჰულუ-ლანგატი და სეპანგი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავის მონაცემები — სელანგორი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 34 | 35 | 36 | 36 | 36 | 37 | 36 | 36 | 32 | 32 | 30 | 31 | 34 |
საშუალო დღიური °C | 31 | 32 | 32 | 33 | 33 | 34 | 33 | 33 | 30 | 30 | 28 | 29 | 32 |
საშუალო დაბალი °C | 26 | 26 | 27 | 27 | 28 | 27 | 27 | 27 | 26 | 26 | 26 | 25 | 27 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 482.5 | 296.2 | 307.7 | 289.0 | 232.2 | 127.1 | 127.4 | 213.8 | 232.7 | 102.2 | 366.7 | 319.9 | 3 097,4 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0mm) | 28 | 28 | 31 | 27 | 31 | 24 | 29 | 31 | 24 | 21 | 30 | 31 | 335 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) (საშუალო დღიური) | 78 | 78 | 77 | 76 | 75 | 72 | 71 | 74 | 75 | 72 | 82 | 79 | 76 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 236.5 | 255.0 | 290.0 | 271.0 | 280.5 | 266.5 | 283.5 | 277.0 | 268.5 | 266.0 | 163.0 | 225.0 | 3 082,5 |
წყარო: [8] |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სელანგორი მალაიზიის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს უდიდესი კონურბაცია, კლანგის ხეობა. მალაიზიის ნახევარკუნძულის ცენტრში სელანგორის გეოგრაფიულმა მდებარეობამ სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას, მალაიზიის სატრანსპორტო და სამრეწველო კერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რასაც სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვა და სხვა შტატებიდან და აზიის სხვა სახელმწიფოებიდან, განსაკუთრებით, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან, ვიეტნამიდან, მიანმარიდან, ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან მიგრანტები მიიზიდა.
ბოლო ათწლეულებში სელანგორის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მეტწილად კლანგის ველის განვითარების გამო. 1980 წელს სელანგორის მოსახლეობა 1 426 250 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2000 წლისთვის 3 941 316 ადამიანამდე გაიზარდა,[9] ხოლო 2010 წელს 5 482 141 ადამიანს მიაღწია.[10] 2015 წლის მონაცემებით, შტატის მოსახლეობა 5 874 100 ადამიანს შეადგენს.[11]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის აღწერის მიხედვით, სელანგორის მოსახლეობი 61.1 % ― მუსლიმია, 21.5 % ― ბუდისტი, 10.3 % ― ინდუისტი, 5.0 % ― ქრისტიანი/კათოლიკე, 1 % ― კონფესიებს არ მიაკუთვნებს თავს, 0.5 % ― ტაოიზმის ან ჩინური რელიგიის მიმდევარია, 0.4 % ― სხვა რელიგიების, ხოლო 0.4 % ― არ არის რელიგიური.[13] მალაიზიის კონსიტუციის თანახმად, ყველა მალაიელი აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს.[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Rail map of Klang Valley
- Geographical maps of Selangor
- History of Selangor
- Official Website of Online Shopping & Great Deals in Selangor, Malaysia - Everydayonsales
- Malaysia No 1 Warehouse Sale, Promotions & Bargain Deals Website დაარქივებული 2023-06-06 საიტზე Wayback Machine. - ShoppingNSales
- Tourism Selangor Official Website
- Invest Selangor Berhad Official Website
- Visit Selangor
- Official Website Telekom Distributor Deals in Selangor, Malaysia - Wifispeedmalaysia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nazli Ibrahim (18 December 2019). „Majlis Perbandaran Subang Jaya kini berstatus bandar raya“. Selangor Kini. ციტირების თარიღი: 24 December 2019.
- ↑ Bilangan PBT mengikut negeri dan taraf. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 11 November 2019
- ↑ Nambiar, Predeep. Seberang Perai becomes country's largest city (16 September 2019). ციტირების თარიღი: 11 November 2019
- ↑ GDP By State - National Accounts - 2010-2015. Department of Statistics, Malaysia (30 September 2016). ციტირების თარიღი: 3 May 2017 -- Select "Publication GDP by State 2010-2015.pdf" to download and view data
- ↑ Leete, Richard. Selangor's Human Development Progress and Challenges. UN Development Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 9 July 2011
- ↑ Kuala Selangor Info: Page 3 of 4: Oral History. Kuala Selangor District Council (6 January 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2023.
- ↑ Tang Ruxyn. (26 April 2017) The Stories And Facts Behind How The 13 States of Malaysia Got Their Names. Says.
- ↑ Selangor Monthly Climate Averages. World Weather Online. ციტირების თარიღი: 5 July 2018
- ↑ Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011
- ↑ 2010 Population and Housing Census of Malaysia. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2023.
- ↑ Population by States and Ethnic Group. Department of Information, Ministry of Communications and Multimedia, Malaysia (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2015
- ↑ State > Selangor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-12. ციტირების თარიღი: 2023-11-16.
- ↑ 2010 Population and Housing Census of Malaysia. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 17 June 2012 p. 13
- ↑ Harding, Andrew (27 July 2012). „Chapter 8 - Religion and the Constitution“, The Constitution of Malaysia: A Contextual Analysis. Hart Publishing. ISBN 9781847319838.
ჰილირ-პერაკი | ბატანგ-პადანგი / მუალიმი | რაუბი | ||
მალაკის სრუტე | ბენტონგი | |||
სელანგორი | ||||
მალაკის სრუტე | ჯელებუ / სერემბანი / პორტ-დიქსონი |
|