შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ III
George III
გაერთიანებული სამეფოს მე-4 მეფე
მმართ. დასაწყისი: 25 ოქტომბერი 1760
მმართ. დასასრული: 29 იანვარი 1820
წინამორბედი: ჯორჯ II
მემკვიდრე: ჯორჯ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ივნისი 1738
დაბ. ადგილი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი: 29 იანვარი 1820
გარდ. ადგილი: დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის სამეფო
მეუღლე: შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
მამა: ფრედერიკ უელსელი
დედა: ავგუსტა საქსენ-გოთელი
ხელმოწერა:

ჯორჯ III (ინგლ. George III) დაბ.: ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი (ინგლ. George William Frederick Hanover; დ. 4 ივნისი, 1738, ლონდონი — გ. 29 იანვარი, 1820, უინძორი) — დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760–1801 წლებში. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801–1820, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და ჰანოვერის კურფიურსტი 1760–1814 წლებში და ჰანოვერის მეფე 1814–1820 წლებში.

ტორების პარტიაზე დაყრდნობით ცდილობდა ვიგების ჩამოშორებას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში აღებას. იყო ინგლისის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ევროპის ქვეყნების რეაქციისა და ანტიფრანგული კოალიციის აქტიური მოღვაწე. 1811 წელს ჯორჯ III ჭკუაზე შეცდა, სახელმწიფოს რეგენტად დანიშნეს უელსის პრინცი (1820 წლიდან ჯორჯ IV).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ჯორჯ II
დიდი ბრიტანეთის მეფე

17601820
შემდეგი:
ჯორჯ IV