7 ოქტომბერი
იერსახე
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
7 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 280-ე დღე (ნაკიან წლებში – 281-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 85 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 3761 : თანამედროვე ებრაული კალენდრის დასაწყისი.
- 1571 : ლეპანტოს ბრძოლაში ესპანეთი და იტალია თურქეთის ფლოტილიას ანადგურებს.
- 1714 : ლუდის ბაჟზე არეულობა ალკმაარში, ნიდერლანდები.
- 1769 : ინგლისელმა მოგზაურმა კაპიტანმა კუკმა ახალი ზელანდია აღმოაჩინა.
- 1828 : საბერძნეთის ქალაქ პეტრას ათავისუფლებს ფრანგების საექსპედიციო რაზმი პელოპონესზე გენერალი მესონის ხელმძღვანელობით.
- 1840 : ვილემ II ნიდერლანდების მეფე ხდება.
- 1869 : კორნელის უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება დაიწყო - 412 ჩარიცხული სტუდენტით ყველაზე მრავალრიცხოვანი უნივერსიტეტი ხდება ამერიკაში ამ დროისთვის.
- 1879 : გერმანია და ავსტრო-უნგრეთი ორმაგ ალიანსს ქმნიან.
- 1886 : ესპანეთი მონობას აუქმებს კუბაზე.
- 1908 : კრეტა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ იჯანყებს და საბერძნეთს ემხრობა.
- 1908 : სერბეთი და მონტენეგრო ანტი ავსტრო-უნგრეთის პაქტს დებენ.
- 1919 : ნიდერლანდის ავიაკომპანია KLM დაარსდა - მსოფლიოს უძველესი ავიაკომპანია, რომელიც დღესაც თავდაპირველ სახელს იყენებს.
- 1940 : გერმანია რუმინეთს ესხმის თავს.
- 1941 : გერმანიის არმია იკავებს ვიარმას, საბჭოთა კავშირი.
- 1942 : აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობები გაეროს შექმნას აცხადებენ.
- 1944 : აუშვიცის აჯანყება - ებრაელებმა კრემატორიუმი გადაწვეს.
- 1949 : გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) ჩამოყალიბდა.
- 1950 : აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ ჩრდილოეთ კორეაში.
- 1951 : დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელის მთავრობა ჩამოაყალიბა.
- 1959 : საბჭოთა კავშირის „ლუნა-3“ პირველად მთვარის უკანა ნაწილის ფოტოსურათებს იღებს.
- 1962 : სსრკ ბირთვული იარაღის გამოცდას აწარმოებს ახალ მიწაზე.
- 1963 : ტროპიკულმა ციკლონმა „ფლორა“ ჰაიტისა და დომინიკელთა რესპუბლიკაზე 7190 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1977 : საბჭოთა კავშირმა მეოთხე კონსტიტუცია მიიღო.
- 1992 : საქართველო იუნესკო-ში გაწევრიანდა.
- 2003 : რეფერენდუმით კალიფორმიის მმრათველი გრეი დეივისი არნოლდ შვარცენეგერმა შეცვალა.
- 2004 : კამბოჯაში ნ. სიჰანუკი მეფობიდან გადადგა.
- 2008 :
- იოჩირო ნამბუ, რომელმაც სუბატომურ ფიზიკაში ელექტროსუსტი სიმეტრიის სპონტანური დარღვევის მექანიზმი აღმოაჩინა, და მაკოტო კობაიაში და ტოშიჰიდე მასკავა, რომლებმაც აღმოაჩინეს დარღვეული სიმეტრიის საწყისები, რაც ბუნებაში ქვარკების სულ მცირე სამი ოჯახის არსებობაზე მიუთითებს, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- დედამიწას დაეჯახა მეტეორიტი 2008 TC3 — პირველი ამგვარი ობიექტი, რომელიც ჩამოვარდნამდე აღმოაჩინეს.
- 2009 : ვენკატრამან რამაკრიშნანი, ტომას სტეიცი და ადა იონათი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ რიბოსომების ფუნქციასა და სტრუქტურაზე მათი ნაშრომისთვის.
- 2010 : ლიტერატურის დარგში ნობელის 2010 წლის პრემია პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა.
- 2011 :
- ნიკოლა სარკოზი თბილისს ესტუმრა.
- ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში სამი ქალბატონი, ელენ ჯონსონ-სირლიფი, ლეიმა გბოვი (ლიბერია) და ტავაკულ კარმანი (იემენი) გახდა.
- იტალიურმა ვიკიპედიამ იტალიის პარლამენტში მიმდინარე კანონპროექტის განხილვისადმი პროტესტის ნიშნად 4-6 ოქტომბერს მოქმედება შეწყვიტა.
- 2013 : ჯეიმზ როტმანი, რენდი შეკმანი და თომას ზიუდჰოფი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2014 : ისამუ აკასაკი, ჰიროში ამანო და სიუჯი ნაკამურა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2015 : ტომას ლინდალი, პოლ მოდრიჩი და აზიზ სანჯარი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2016 : კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2019 : უილიამ კელინი, გრეგ სემენზა (აშშ) და პიტერ რედკლიფი (დიდი ბრიტანეთი) ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2020 : ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში ფრანგი ემანუელ შარპანტიე და ამერიკელი ჯენიფერ დუდნა გახდნენ.
- 2021 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ტანზანიელი აბდულრაზაკ გურნა გახდა.
- 2022 : ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში ბელარუსი ალეს ბიალიაცკი, რუსული ორგანიზაცია მემორიალი და უკრაინული სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი გახდნენ.
- 2023 : ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა, სხვა პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად, ისრაელზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა.
- 2024 : ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელ მეცნიერებს, ვიქტორ ემბროსსა და გერი რავკანს microRNA-ების აღმოჩენისათვის მიენიჭათ.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1471 : ფრედერიკ I — დანიისა და ნორვეგიის მეფე (გ.1533)
- 1748 : კარლოს XIII — შვედეთის მეფე
- 1841 : ნიკოლას I — ჩერნოგორიის მეფე
- 1885 : ბორი, ნილს — დანიელი ფიზიკოსი (გ.1962)
- 1900 : ჰიმლერი, ჰაინრიხ — გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (გ.1945)
- 1910 ან 8 იანვარი : გიორგი აბაშვილი — სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, საბჭოთა ვიცე-ადმირალი.
- 1931 : ტუტუ, დეზმონდ — სამხრეთ-აფრიკელი აქტივისტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
- 1939 : კროტო, ჰაროლდ — ინგლისელი ქიმიკოსი
- 1952 : პუტინი, ვლადიმირ — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
- 1968 : იორკე, ტომ — ინგლისელი მომღერალი (Radiohead)
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 336 : მარკუსი — რომის პაპი
- 1242 : ჯუნტუკო — იაპონიის იმპერატორი
- 1796 : რიდი, ტომას — შოტლანდიელი ფილოსოფოსი
- 1849 : პო, ედგარ ალან — ამერიკელი მწერალი.
- 1903 : ლიპშიტცი, რუდოლფ — გერმანელი მათემატიკოსი (დ.1832)
- 1967 : ანგელი, ნორმან — ინგლისელი პოლიტიკოსი
- 1969 : ჩენ ინკე — ჩინელი ისტორიკოსი და ლინგვისტი
- 2006 : პოლიტკოვსკაია, ანა — რუსი ჟურნალისტი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: