შინაარსზე გადასვლა

ანარქიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანარქიზმის სიმბოლო

ანარქიზმი (ბერძ. αναρχία - უხელისუფლეობა) — პოლიტიკური ფილოსოფია და იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკური ხელისუფლების, სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა ფორმის არსებობას. ანარქიზმი უარყოფს იერარქიული მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფვის მათი აღმოფხვრისკენ. ანარქიზმი ქადაგებს პიროვნების აბსოლუტურ თავისუფლებას, ხოლო საზოგადოების ეკონომიკურ საფუძვლად თვლის კერძო სკაუთრებას, გარდა ანარქო-კომუნიზმისა.

უილიამ გოდვინი

ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა უილიამ გოდვინის ნაწერებში. ის პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა ეკლესია და მწერალი გახდა, დაწერა „კალებ უილიამსი“, სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები - უორდსუორთი, მისი სიძე - შელი. ისინი აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმს, ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა უტოპიზმს, ეკონომიკური თავისუფლების იდეას, რაც პიერ-ჟოზეფ პრუდონის შრომებშია ასახული, ინდივიდუალისტურ ანარქიზმს, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.

ანარქიიის წარმოშობა შტირნერის, მიხეილ ბაკუნინის, პრუდონის, ჟ. გრავის, შმიდტის და პეტრე კროპოტკინის სახელებთნ არის დაკავშირებული. ტერმინი ანარქიზმი შემოიღო პრუდონმა. შტირნერი და პრუდონი არანრიქმის თეორეტიკოსები იყვნენ. პრუდონი ქადაგებდა კაპიტალიზმის განვითარების შეჩერებას და მისი საწყისი ფაზის აღდგენას.

ბაკუნინი მიიჩნევა უფრო პრაქტიკულ პოლიტიკურ მოღვაწედ. ის მომავალი ანარქისტული საზოგადოებების სქემებს ქმნიდა. ბაკუნინი დიდხანს ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც იგი ჰეგელის და ფიხტეს ნაშრომებს აქტიურად იკვლევდა, 1840 წელს იგი გერმანიაში იქნა ემიგრირებული სადაც შეუერთდა ახალგაზრდა ჰეგელიანელებს. 1848-49 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო პარაღსასა და დრეზდენში განხორციელებულ რევოლუციაში. 1851 წელს იგი დააპატიმრეს და ციმბირში ამოაყოფინეს თავი, საიდანაც მალევე გაიქცა დასავლეთ ევროპაში და აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ანარქისტული განხრით. იგი გერცენთნ და ოგაროვთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა, ანარქისტული მოძრაობის ორგანიზებაში. 60-იანი წლების მიწურულს მან საბოოლოოდ ჩამოაყალიბა ანარქისტული თეორია: „სახელმწიფობრიობა და ანარქია“, სადაც მან ეკლესია და საერთოდ რელიგია პოლიტიკურ იარაღად შერაცხა. ბაკუნინმა განაცხადა, რომ რელიგია „კოლექტიური სიგიჟეა“ ეკლესიას კი „ზეციური სამიკიტნო“ უწოდა, სადაც ხალხი ცდილობს გასაჭირი დაივიწყოს. იმისათვის, რომ კაცობრიობამ „თავისუფლების სამეფოს“ მიაღწიოს, უნდა აფეთქდეს და ხალხის ცნობიერებიდან ამოძირკვოს ძალაუფლების პრინციპი. ბაკუნინი უარყოფდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას და ხელისუფლების ბატონობას. იგი იბრძოდა სრული თვისუფლების იდეისთვის. მისი მოძღვრება გავრცელდა როგორც რუსეთში ასევე ევროპულ და ლათინოამერიკულ ქვეყნებში. ბაკუნინის იდეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიმდევრად ითვლება პეტრე კროპოტკინი, რომელმაც საფუძველი ჩუყარა ანარქო–კომუნიზმის თეორიას, თუმცა ის აქტიურად უპირისპირდებოდა ოქტომბრის რევოლუციას და მარქსიზმს მისი იდეა იყო თვისუფალი კომუნების დაარსება.

1868 წელს ბაკუნინმა დააარსა სოციალისტური დემოკრატიის ალიანსი და შეეცადა შეეყვანა იგი მუშათა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ ის არ მიიღეს პირველ ინტერნაციონალში. ბაკუნინის მომხრეები დამარცხნდნენ პირველი ინტერნაციონალის ლონდონის კონფერენციაზე 1871 წელს და ჰააგის კონგრესზე 1872 წელს. ინტერნაციონალიდან გარიცხეს ბაკუნინი და დ. გილიომი. პირველი ინტერნაციონალის ოპოზიციონერმა ანარქისტებმა შვეიცარიაში შექმნეს ანარქისტული ინტერნაციონალი, რომელმაც 1878 წლამდე იარსება. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ანარქიზმის გავლენა თანდათან შესუსტდა.

მის საფუძველზე განვითარდა ახალი მიმართულება ანარქო-სინდიკალიზმი. XX საუკუნის დასაწყისიდან ანარიქზმმა განიცადა ხელახალი გამოცოცხლება. XX საუკუნეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანარქიზმს ჰქონდა შესამჩნევი გავლენა, იყო ესპანეთი. 1926 წელს შეიქმნა ანარქისტული პოლიტიკური პარტია „იბერიის ანარქისტთა ფედერაცია“. 1936-1939 წლებში ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ესპანელი არანქისტები ორგანიზებულად იბრძოდნენ ესპანელი ნაციონალისტების წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანარქისტები აქტიურობდნენ ესპანეთში, იტალიასა და ლათინური ამერიკის ზოგ ქვეყანაში.

ანარქიზმი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ანარქიზმი XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ამ მიმართულების მიმდევრები იყვნენ მიხაკო წერეთელი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, შალვა და კომანდო გოგელიები და სხვები. ვარლამ ჩერქეზიშვილი დიდ როლს ასრულებდა საერთაშორისო დონეზე ანარქისტულ მოძრაობაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ენებზე. მისი ნაშრომია „მარქსიზმის დოქტრინები“, რომელჩის ჩერქეზიშვილი აკრიტიკებს მარქსიზმს. ქართველი ანარქისტები გაძლიერდნენ 1905 წლის რევოლუციის წლებში. ამ დროს ისინი უშვებდნენ საკუთარ ჟურნალ-გაზეთებს („ნობათი“, „მუშა“, „ხმა“). რევოლუციის დამარცხების შემდეგ ანარქისტებმა დათმეს პოზიციები. მათი ნაწილი გაერთიანდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში. 1917 წლიდან ანარქიზმი საქართველოში აღარ წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკურ ძალას.

  • ნიორაძე ო., კიკვიძე ა., ლუტიძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 428-431.
  • რეხვიაშვილი ტ., ჭიაურელი ვ. ფილოსოფია, თბილისი, 2006 წ. გვ. 233

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]