აქსიოლოგია
იერსახე
აქსიოლოგია (ბერძ. ἀξίᾱ, axiā — ღირებულება, λογία — მოძღვრება) — ფილოსოფიური მოძღვრება ღირებულებებზე. ღირებულებებში იგულისხმება იდეები, იდეალები, შეხედულებები, პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანთა ცხოვრების წესს. აქსიოლოგიის ამოცანაა ღირებულებების ონტოლოგიური სტატუსის დადგენა, იმის გარკვევა, თუ როგორაა თავისი ბუნებით ღირებულება — სუბიექტური თუ ობიექტური, რელატიური თუ აბსოლუტური, ცვალებადი თუ მარადიული. აქსიოლოგიამ უნდა ნათელყოს ღირებულებების კავშირი ღირებულ ობიექტებთან, ჯერარსთან, სუბიექტთან. ამრიგად, აქსიოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ღირებულების ცალკეულ სახეს ეხება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 39.
- ფილოსოფია — ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი — თბილისი, 2006 წ. გვ. 234