შინაარსზე გადასვლა

გოგირდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგირდი
16S
32.06
3s2 3p4
გოგირდი, 16S
ზოგადი თვისებები
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(S)
[32.059, 32.076]
32.06±0.02 (დამრგვალებული)
გოგირდი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
O

S

Se
ფოსფორიგოგირდიქლორი
ატომური ნომერი (Z) 16
ჯგუფი 16
პერიოდი 3 პერიოდი
ბლოკი p-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Ne] 3s2 3p4
ელექტრონი გარსზე 2, 8, 6
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
თეთრი: 115.21 °C ​(388.36 K, ​​239.38 °F)
დუღილის
ტემპერატურა
3265 °C ​(3538 K, ​​5909 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 2.3290 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 2.57 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 50.21 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 383 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 19.789 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1908 2102 2339 2636 3021 3537
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −4, −3, −2, −1, 0, +1, +2, +3, +4
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.90
იონიზაციის ენერგია
  • 1: 786.5 კჯ/მოლ
  • 2: 1577.1 კჯ/მოლ
  • 3: 3231.6 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 111 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 111 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 210 პმ

გოგირდის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
მესრის სტრუქტურა ორთორომბული
ბგერის სიჩქარე 8433 m/s (ო. ტ.)
თერმული გაფართოება 2.6 µმ/(მ·K) (25 °C)
თბოგამტარობა 149 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი დიამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა −3.9·10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 130–188 გპა
წანაცვლების მოდული 51–80 გპა
დრეკადობის მოდული 97.6 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.064–0.28
მოოსის მეთოდი 6.5
ვიკერსის მეთოდი 160–350 მპა
ბრინელის მეთოდი 160–550 მპა
CAS ნომერი 7440-21-3
ისტორია
აღმომჩენია Jöns Jacob Berzelius (1823)
გოგირდის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
31P 100% სტაბილური
32P trace 14.269 d β 32S
33P trace 25.35 d β 33S

გოგირდი[1][2] (ლათ. Sulfur; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე პერიოდის, მეთექსვმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეექვსე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIა) ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერია — 16, ატომური მასა — 32.06. მაშასადამე, ბირთვი შედგება 16 პროტონისა და 16 ნეიტრონისაგან. ბირთვის ირგვლივ 16 ელექტრონია. გოგირდი ტიპური მეტალოიდია, მისი უარყოფითი ვალენტობა ვლინდება სულფიდებში, ნაერთებში SO2 და SO3 და მათ ნაწარმებში გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არის +4 და +6.

ფიზიკური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS2 და ეთერში (C2H2)2O.

გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა ნობილი. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ წყალში ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.

თვითანაბადი გოგირდის მოპოვება საბადოებიდან შედარებით ადვილია. საბადოში მილით ჩაუშვებენ გახურებეულ ორთქლს მაღალი წნევის ქვეშ და მეორე მილით ამოაქვთ გალღობილი გოგირდი.

თვითნაბადი გოგირდის გარდა გოგირდს იღებდნენ გოგირდწყალბადისა და ჰაერის გატარებით გააქტივებულ ნახშირზე, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს:

2H2S + O2 → 2H2O + 2S

გოგირდს იღებენ ასევე გოგირდოვანი გაზის ნახშირით აღდგენით მაღალ ტემპერატურაზე:

SO2 + C → CO2 + S

გოგირდს იღებენ აგრეთვე რკინის ალმადანის (პირიტის) გახურებით ღუმელში 600°–მდე. ამ ტემპერატურაზე ალმადანი იშლება:

FeS2 → FeS + S

რის შედეგადაც მიიღება გოგირდოვანი რკინა და გოგირდი.

გოგირდის ცისფერი ალი წვისას

ქიმიურად გოგირდი აქტიური მეტალოიდია. ის მრავალ ელემენტს უერთდება, ელექტრონული გარე გარსის შევსებამდე გოგირდის ატომს ორი ელექტრონი აკლია. მაშასადამე, გოგირდი უერთდება ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადვილად გასცემენ თავის სავალენტო ელექტრონებს. ასეთია უპირველეს ყოვლისა მეტალები და წყალბადი. მაშასადამე, გოგირდი ძლიერი მჟანგავია. ამას გარდა გოგირდი მრავალ მეტალოიდსაც უერთდება. ის ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ჰაერზე ანთებისას გოგირდი ცისფერი ალით იწვის და წარმოქმნის ძირითადად გოგირდის ორჟანგს:

S + O2 → SO2

ამ შემთხვევაში გოგირდი აღმდგენ თვისებებს იჩენს, თვითონ კი S+4 იჟანგება.

ჟანგბადის არეში გოგირდის წვა ენერგიულად მიმდინარეობს. გოგირდის ორჟანგის დაჟანგვით მიიღება გოგირდის ანჰიდრიდი SO3.

ქლორთან გოგირდი წარმოქმნის S2Cl2, SCl2–ს. ნახშირბადთან – გოგირდნახშირბადს CS2–ს, ფოსფორთან P2S3–ს და ა. შ.

გოგირდის გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგირდი მრავალგვარ გამოყენებას ჰპოვებს. სოფლის მეურნეობაში დიდი გამოყენება აქვს გოგირდის მტვერს ვაზის მავნებლებთან ბრძოლაში. გოგირდი ხმარდება შავი დენთისა და ასანთის წარმოებას. იხმარება აგრეთვე მედიცინაში, დიდი რაოდენობით ხმარდება გოგირდი გოგირდმჟავას და გოგირდის სხვა ნაერთების დამზადებას.

ნედლი კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით მიიღება რეზინი. კაუჩუკის რეზინად გარდაქმნას ვულკანიზაცია ეწოდება. გოგირდის დახმარებით კაუჩუკიდან მზადდება საბურავები, მილები, შლანგები, ჩექმები და სხვ.

გოგირდი ბუნებაში გვხვდება თავისუფალ მდგომარეობაში (თვითნაბადი გოგირდი) და ნაერთების სახით. თვითნაბად გოგირდს ვხვდებით ჩამქრალი ან მოქმედი ვულკანების ახლოს.გოგირდის საბადოები მოიპოვება თურქმენეთში, ყარაყუმში, უზბეკეთში, კავკასიაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე და ვოლგისპირეთში.

გოგირდის ნაერთებიდან ძლიერ გავრცელებულია სულფიდები (გოგირდის ნაერთები მეტალებთან). ბევრი მათგანი მეტალების მოსაპოვებლად გამოიყენება, ასეთია რკინის ალმადანი FeS2,სპილენძის ალმადანი CuFeS2, სპილენძის კრიალა Cu2S, ტყვიის კრიალა PbS, თუთიის კრიალა ZnS და სხვა.

საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში გოგირდმჟავას მარილები, მაგალითად თაბაშირი CaSO4 • 2H2O, ბარიტი BaSO4 და სხვა. ყურე ყარა–ბოღაზგოლი ყოველწლიურად იძლევა მილიონობით ტონა მირაბილიტს – ათ მოლეკულა წყალთან დაკრისტალებულ ნატრიუმ–სულფატს NaSO4 • 10H2O, მწარე მარილს MgSO4 • 7H2O.

თვითნაბადი გოგირდის სუბლიმაციით (აქროლებით) მიიღება გოგირდის მტვერი, ხოლო გამოდნობით იღებენ კოშტოვან გოგირდს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 197
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 197-198.