მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოშიცე (სლოვაკ. Košice, გერმ. Kaschau, უნგრ. Kassa, რუს. Ко́шицы) — ქალაქი სლოვაკეთში. კოშიცეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჰორნადის ხეობაში, სლოვაკეთის მადნიანი მთების ძირში. 240,000 ათასი მცხოვრები (2011), მოსახლეობის რაოდენობით სლოვაკიის მეორე ქალაქი. სატრანსპორტო კვანძი. შავი მეტალურგის ცენტრი. მძიმე მანქანათმშენებლობა, მაგნეზიტის დამუშავება, კვების, სამკერვალო, ხის დასამუშავებელი მრეწველობა. არის უნივერსიტეტი. კოშიცეში არის სლოვაკეთის გოთური არქიტექტურის ცნობილი ძეგლი - ქვის კვეთილობით მდიდრულად შემკული წმ. ელისაბედის ტაძარი (1382-1499), წმ. მიხეილის გოთური კაპელა (XIV საუკუნის II ნახევარი), დომინიკელთა ეკლესია და მონასტერი (XIV-XVIII), ბაროკოს სტილის რატუშა (1756), კლასიციზმის სტილის სასახლეები და საზოგადოებრივი შენობები. 1940-იანი წლების დასასრულიდან მიმდინარეობს ფართო საბინაო მშენებლობა.
- ↑ Vlastivedný slovník obcí na Slovensku / M. Kropilák — Bratislava: VEDA, vydavateľstvo Slovenskej akadémie vied, 1978. — ტ. 2.
- ↑ The 2021 Population and Housing Census — ბრატისლავა: Statistical Office of the Slovak Republic.
- ↑ Počet obyvateľov Košíc za desať rokov klesol o päť percent — 2022.