ჰუ ცზია
ჰუ ცზია | |
---|---|
მშობლიური სახელი | ჩინ.: 胡佳 |
დაბადების თარიღი |
25 ივლისი, 1973 პეკინი, ჩინეთი |
საქმიანობა | უფლებათადამცველი, საზოგადოებრივი მოღვაწე |
აქტიური | 2014-დან |
მეუღლე(ები) | ზენგ ჯინიანი |
ჯილდოები | სახაროვის პრემია |
ჰუ ცზია (ჩინ.: 胡佳; დ. 25 ივლისი, 1973, პეკინი, ჩინეთი) — ჩინელი საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო აქტივისტი და დისიდენტი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკოსი. მისი მოღვაწეობის სფეროებს შორის უმთავრესია დემოკრატიისათვის მოძრობა, ბუნების დაცვა და შიდსის ვირუსის მატარებელი მოსახლეობის დაცვა. იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ოთხი ივლისის ასოციაციის“ ხელმძღვანელი. თავისი აქტიურობისათვის იგი არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუ ცზია დაიბადა 1973 წლის 25 ივლისს. 1996 წელს ჰუმ დაასრულა პეკინის ეკონომიკის სკოლა (ამჟამად პეკინის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ჰუ ცზიამ უფლებათადამცველის აქტივობა 2001 წლიდან დაიწყო. იცავდა აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებს. მან შექმნა ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა სამედიცინო განათლებას შიდსის ეპიდემიის შესაჩერებლად ჩინეთში. ასევე შექმნა ორგანიზაცია „სიყვარულის წყარო“, რომელიც ეხმარებოდა იმ ოჯახის შვილებს, რომელ ოჯახებშიც შიდსით დაავადებული ადამიანი ცხოვრობდა. აივ ინფექციით დაავადებული ადამიანების გამოკითხვის დროს, რომელიც მან სოფლის მოსახლეობაში ჩაატარა, პოლიციამ რამდენჯერმე დააპატიმრა და სცემა.
მოგვიანებით იგი ინტერესდება არა მარტო შიდსით დაავადებული ადამიანების ბედით, ზოგადად მისი ინტერესის სფეროს შეადგენს ადამიანის უფლებების დაცვა ჩინეთში. იგი აკრიტიკებდა მთავრობას უფლებათადამცველების არაკანონიერი დაპატიმრებების გამო. 2007 წელს ჩინეთში მყოფმა ინტერნეტის საშუალებით მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში მიმდინარე ევროპის პარლამენტის კონფერენციაში, რომელზეც განიხილეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ჩინეთში მოახლოებული 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ. აღნიშნულ ინტერნეტ ჩართვაში მან განაცხადა, რომ რომ ჩინეთის მთავრობა არ ასრულებს დანაპირებს, გააუმჯობესოს სიტუაცია ოლიმპიადის წინ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით[1].
2006 წლის 17 ივლისიდან ჰუ ცზია ფაქტობრივად პეკინში მდებარე საკუთარ ბინაში შინაპატიმრობაში აღმოჩნდა[2].
2007 წლის დეკემბერში ჰუ ცზია დააპატიმრეს. 2008 წლის აპრილში მიუსაჯეს სამი წელი და ექვსი თვე და ბრალად დასდეს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის წაქეზება. ჰუ ცზია ციხიდან გაათავისუფლეს 2011 წლის ივნისში[3][4].
მისი მეუღლე ცზენ ცზინიანი არის მწერალი, მეცნიერი, უფლებათადამცველი, დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ბლოგერი[5][6].
დოკუმენტური კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუ ცზია და მისი მეუღლე არიან ავტორები და გმირები ფილმისა „თავისუფალი ქალაქის პატიმრები“. ფილმი არის მათი ცხოვრების ისტორია შინაპატიმრობის (ე. წ. „რბილი პატიმრობა“) დროს[7][8].
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლის 21 აპრილს პარიზის საქალაქო საბჭომ ჰუ ცზიას გადასცა ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება[9][10], ხოლო 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა იგი დააჯილდოვა სახაროვის პრემიით[11]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ху Цзя приговорили к трём с половиной годам лишения свободы (2008-04-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-22. ციტირების თარიღი: 2018-03-23.
- ↑ China: The Olympics countdown: Repression of activists overshadows death penalty and media reforms (PDF) გვ. p. 17 (2007-04-30). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ Китайский правозащитник Ху Цзя вышел из тюрьмы (26 июня 2011). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ Coonan, Clifford. (2008-04-03) Hu Jia: China's enemy within. ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ Huffington, Arianna. (2007-05-03) Zeng Jinyan. ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ 2017 Oak Human Rights Fellow: Jinyan Zeng (2017-05-10). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ Prisoners in Freedom City – A Documentary by Hu Jia and Zeng Jinyan (2008-02-05). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ People’s Republic of China: The Olympics countdown: one year left to fulfil human rights promises (PDF) გვ. p. 12 (2007-08-07). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ Paris makes Dalai Lama, Chinese dissident honorary citizens. Agence France-Presse (21 April 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 May 2011. ციტირების თარიღი: 2008-10-24.
- ↑ Le dalaï-lama «citoyen d'honneur» de Paris (2008-04-21). ციტირების თარიღი: 2018-02-17.
- ↑ China dissident wins rights prize